თანამედროვე განათლება და ათეისტური გლობალიზაციის ჯარისკაცები

საბჭოთა კავშირში ქართველები ვითვლებოდით ხალხის პროცენტული რაოდენობით ერთ-ერთ ყველაზე განათლებულ ერად,გვყავდა მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერ-მუშაკები,მაგრამ დღევანდელ დღეს მუდამ ჩაგვძახიან, რომ გაუნათლებლები ვართ და ჩამორჩენილები ,გვაკლია და გვჭირდება განათლება.არადა ის განათლებული ძველი თაობა ჯერ კიდევ ცოცხალია, რომელთა საერთო პიროვნული განათლება შეიძლება ბევრ დასავლეთის ქვეყნების რიგით მოქალაქესაც შეშურდეს,.მაშ რომელ განათლების არ ქონაზე ჩაგვჩიჩინებენ სამაუწყებლო თუ პოლიტიკურ ტრიბუნებიდან?-იმ განათლებაზე რომელსაც არა ზოგადად განათლება, არამედ თანამედროვე განათლება ქვია და რომელსაც იღებს ადამიანი დღევანდელი დასავლეთის ქვეყნების ახალ ექსპერიმენტულ ინსტიტუტებში.სადაც სამყაროს აღქმა არის ახლებურად წარმოდგენილი.ყველა ლიტერატორი, ისტორიული მოღვაწე,ისტორიული მოვლენა თუ მეცნიერული დასკვნა წარმოდგენილია იმდაგვარად ,რომ ადამიანმა უარყოს კონსერვატიზმი, რელიგიურობა და ეროვნულობა,იყოს მიმღები ჰომოსექსუალიზმის, მსოფლიო სახელმწიფოს მშენებლობის,მატერიალიზმის და არსებული ხელისუფლებისგან შემოთავაზებული ყველა კანონმდებლობის უალტერნატივო მორჩილების.გლობალისტები ამ საგანმანათლებლო სტანდარტის შესაქმნელად მეცნიერებს ,ფსიქოლოგებს,მწერლებს უამრავ ფულს უხდიან.მაგალითად დიდ გრანტს მიიღებს ყოველი ხელოვანი თუ თავის ნაწარმოებში შეცვლის საზოგადოებაში არსებულ დამოკიდებულებებს საპირისპიროდ ,გარყვნილებას ნორმად წარმოადგენს ხოლო არსებულ ზნეობრივ კრიტერიუმებს მიაყენებს შეუარცხყოფას და გამოიწვევს საზოგადოებრივ პროტესტ,-რაც ერთგვარად მათი ამ შეხედულებების შეჩვევის იარაღია. ასევე დააფიანსებენ მეცნიერებს თუ ისინი დაამტკიცებენ რომ სახარება ლიბერალიზმის შესავალი იყო ,ან უფალი მოგონილი პერსონაჟია,ან შექსპირი ჰომოსექსუალი იყო,ადამიანი ბიოლოგიურად სამსქესიანია, ორსქესიანობა კი ორგანიზმის მუტაციის შედეგად მოხდა და ადამიანი უნდა დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ მდგომარეობას,ადამიანები უცხოპლანეტელების შექმნილები არიან ,რომ სამყარო მიდის გაერთიანებისკენ, რომელიც ევოლუციური პროცესია ,რომ ბავშვების მიერ მშობლების წარმოდგენების მიღება,მშობლების მიერ ბავშვის დაუცველი ფსიქიკაზე განხორციელებული ძალადობის შედეგია ,რადგან ბავშვს არ გააჩნია საკმაო ფსიქიკური სიმყარე რომ მათგან მიღებულ გავლენებს გაუმკლავდეს ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ისინი მათგან... შემდეგ კი ამ ახალ დასკვნებს და კვლევებს დანერგავენ ისინი განათლებაში როგორ კაცობრიობის განვითარების ბოლო მიღწევებსა და აღმოჩენებს, ამის მერე ასე დატრენინგებულ ადამიანს მიეცემა სტატუსი განათლებულისა და სერტიფიცირებულისა მათ ინსტიტუტებში და როგორც თავიანთი იდეებით დატრენინგებულ სოციალურ მუშაკთ შეუწყობენ ხელს სამუშაოდ ისეთ რეგიონებში რომელნიც გამოირჩევიან მეტად ტრადიციული კულტურითა და ფსოფმხდველობით სადაც იგი მოახდენს თავის მიღებული ახალი ცნობიერების აგიტაციას. შესაძლოა მისი ქვეყნის სახელისუფლებლო თანამდებობებზე მის დანიშვნასაც შეუწყონ ხელი,თუ იგი მათგან თავს მოხვეულ იდეის დანერგავს შეუწყობს ხელს .ყველა ასეთი განათლების არ მიმღები იქნება მარგინალიზირებული და დისკრედიტირებული.ესეთი განათლების პოპულარიზაცია არის პირადპირი მნიშვნელობით მსგავსი ბოლშევიკთა მიერ თავის ეპოქაში განაცხადისა , რომ ვისაც მარქსიზმ-ლენინიზმი არ უსწავლია არის გაუნათლებელი.ისე რომ ლიბერალთა ტრიბუნებიდან მოწოდება, რომ ჩვენ გვჭირდება აუცილებლად თანამედროვე განათლება, განვითარებისთვის რომ არ ვიყოთ ინფორმაციულ სიბნელეში ,- გულისხმობს საზოგადოების ახალი იდეოლოგიით გადახალისებას.გარდა ამისა მიზანმიმართულად ასეთი განათლებით მუხტავენ სწორედ ახალგაზრდებს,რადგან მათ არ გააჩნიათ კლასიკური განათლების ფუნდამენტი რათა გაუჩნდეთ პროტესტი ,გააუწიონ ახალ იდეოლოგიას წინააღმდეგობა და დაიცვან ჭეშმარიტი საკაცობრიო აზროვნება ფალსიფიკაციისგან და ისინი იოლად იღებენ ახალს .შესაბამისად ამ ახალგაზრდებს უნერგავენ, რომ უფროსი თაობა სიბნელეშია,ის უძლურია გაუმკლავდეს თანამედროვე გამოწვევებს, ქვეყნის გადარჩენა მათზეა დამოკიდებული ,ამიტომ მათ ისინი კატეგორიულად უნდა შეაჩერონ, მათ ამის სრული უფლება აქვთ.ისინი უნდა შეეწინააღმდეგონ უფროსების გავლენებს მათზე და გაწყვიტონ თაობიდან თაობაზე ძველი სამყაროს იდეის და ცნობიერების გადაცემის ჯაჭვი .ამიტომაც ლიბერალთა მიერ შექმნილი განათლებით გაზრდილი ახალგზარდა თაობა არა თუ მეამბოხეა , როგორც ახალგაზრდობას მიაწერენ ხოლმე თავისი ენერგიითა და გამოუცდელობით, არამედ თავხედია და სასტიკი უფროსი თაობის მიმართ ,გამოხატავს ხშირ შემთხვევაში მათ მიმართ ზიზღს ,აგრესიას , ცინიზმსა და უპატივცემულობას,ვიდრე პირიქით,რადგან ახალი საგანმანათლებლო პროგრამები რომელსაც ისინი ეზიარებიან ეგრეთწოდებულ თანამედროვე სასწავლებლებში უპირისპირდება წინა თაობების ფსომხედველობას ყოველგვარი ტოლერანტობის გარეშე,საკაცობრიო ცნობიერების რადიკალურად შესაცვლელად.სწორედ ასეთია ამ საკითხის რეალობა და მისი განვითარების მსვლეობა,ნეოლიბერალთა მიერ ასე აღზრდილი თაობა მსოფლიო ათეისტური გლობალიზაციისათვის შექმნილი კიბორგი ჯარისკაცები არიან! გთავაზობთ წერილს რომელიც საკონცენტრაციო ბანაკში გადარჩენილმა, სკოლის ერთმა დირექტორმა გაუგზავნა თავის ყველა მასწავლებელს, რომელიც აიყვანა სამსახურში: ”ძვირფასო მასწავლებელო! მე ცოცხალი გადავურჩი საკონცენტრაციო ბანაკს და ჩემმა თვალებმა იხილა ის, რაც არ უნდა ნახოს არც ერთმა ადამიანმა: როგორ აშენებენ სწავლული ინჟინრები გაზის კამერებს; როგორ წამლავენ კვალიფიციური ექიმები ბავშვებს; როგორ კლავენ სწავლადამთავრებული მედდები ჩვილ ბავშვებს; როგორ ესვრიან და წვავენ ბავშვებსა და ქალებს უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულების კურსდამთავრებულები.ამიტომაც, მე არ ვენდობი განათლებას!მე გთხოვთ, დაეხმარეთ მოსწავლეებს გახდნენ ადამიანები. თქვენმა ძალისხმევამ არ უნდა მიგვიყვანოს სწავლული მონსტრების, ნამეცადინები ფსიქოპატების, განათლებული აიხმანების ჩამოყალიბებამდე. კითხვა, წერა, არითმეტიკა მხოლოდ მაშინ არის მნიშვნელოვანი, როცა ეხმარება ჩვენს შვილებს გახდნენ უფრო ა დ ა მ ი ა ნ უ რ ე ბ ი!” შესაბამისად ჩვენი დროის მსწავლებლებო და ზოგადად განთლების მუშაკებო, ნუ დაუშვებთ, რომ თქვენი ვითომ ახალი მაღალგანვითარებული საგანმანათლებლო სისტემით შექმნათ ახალი ეპოქის ნეობოლშევიკები და ფაშისტები, რომელნიც არიან ამოფარებული ნეოლიბერალიზმის ცრუ და ბრმა თავისუფლების დროშას!..